La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT

12:59, 16.03.2025

„ნაპოლის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამ სეზონში იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, შესაძლოა, კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს.

გაზეთ La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა უკვე მიიღო წინასწარი თანხმობა 26 წლის ნიგერიელისგან. ფორვარდი დაინტერესებულია ტიაგო მოტას გუნდში თამაშით.

ცნობილია, რომ „ნაპოლი“ აპირებს ფეხბურთელის ზაფხულში გაყიდვას და მასზე უკვე აცხადებს პრეტენზიას რამდენიმე ტოპ-კლუბი. მათ შორის არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ასევე ინტერესს გამოთქვამენ საუდის არაბეთის კლუბები.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა იტალიის გარეთ 75 მილიონი ევროა. ამ სეზონში ნიგერიელმა 29 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი აიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი