La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხოსეპ გუარდიოლამ, შესაძლოა, იტალიის ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა მზად არის, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში, – ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა წერს, გუარდიოლას აქვს თავისუფლება, თავად განსაზღვროს თავისი კარიერის მომავალი, ხოლო იტალიის ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმების მისაღწევად ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს.
მიმდინარე წლის მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.
La Gazzetta dello Sport-ი ასევე წერს, რომ გუარდიოლას, დიდი ხანია, რაც სანაკრებო ფეხბურთში გადასვლის იდეა მოსწონს, რადგან ასეთ პირობებში მას მეტი სიმშვიდე და დრო ექნება.
როგორც ცნობილია, თუ გუარდიოლა „სიტის“ დატოვებას გადაწყვეტს, ინგლისური კლუბი ენცო მარესკასთან დაიწყებს მოლაპარაკებას. მოქმედი კონტრაქტი ესპანელ სპეციალისტს „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.