კვლევამ აჩვენა - ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ფეხბურთელები უფრო თავშეკავებულად თამაშობენ
კვლევამ აჩვენა - ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ფეხბურთელები უფრო თავშეკავებულად თამაშობენ

ავსტრიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელები ტრიბუნებზე მაყურებლების არყოფნისას უფრო თავშეკავებულები არიან და ნაკლებად შედიან კონფლიქტში მეტოქესთან, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „დეილი მეილმა“.

კვლევის თანახმად, მინდორზე კონფლიქტური და ემოციური სიტუაციები 19.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო მატჩის დროს მოთამაშეთა შორის კამათის ჯამური დრო 41 წუთიდან 27 წუთამდე დაეცა. მეცნიერებმა კვლევისთვის აიღეს „ზალცბურგის“ 10 მატჩი მაყურებლით და 10 – უმაყურებლოდ.

გარდა ამისა, გაიზარდა შედეგიანობა. გასულ სეზონთან შედარებით, „ზალცბურგმა“ 19 გოლით მეტი (114 95-ის წინააღმდეგ) გაიტანა. ჯარიმების რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა – 3.8 პროცენტი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ თემის უფრო სრული კვლევისთვის საჭიროა სხვა გუნდების მაგალითების შესწავლა.