კვიტოვამ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო
კვიტოვამ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო

პირველ წრეში რთული მატჩის შემდეგ, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ უშანსოდ დატოვა ესპანელი ლარა არუაბარენა – 6:0, 6:4. შეგახსენებთ, რომ საწყის რაუნდში პეტრამ პირველი სეტი წააგო პარაგვაელ სეპედესთან, მაგრამ შემდეგ შეძლო ორი სეტის აღება.

კვიტოვას მხოლოდ 24 წუთი დასჭირდა არუაბარენასთან პირველი სეტის მოსაგებად, რომელშიც 14 “ვინერსი” და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მეორე სეტში ესპანელმა შეძლო გაბრძოლება, მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ის გამოიყენა, რითაც ანგარიში გაათანაბრა – 3:3. საქმე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ კვიტოვამ ბოლო 12 ქულიდან 10 მოიგო და გართულებები თავიდან აიცილა.

აღსანიშნავია, რომ ეს კვიტოვას ზედიზედ მე-13 მოგებული მატჩი იყო. ჩეხი ამ სეზონის ლიდერია მოგებული მატჩების (31) და მოპოვებული ტიტულების (4) რაოდენობით.