კვიტოვამ შტუტგარტის ტურნირი მოიგო და მეორე ჩოგანი გახდა
კვიტოვამ შტუტგარტის ტურნირი მოიგო და მეორე ჩოგანი გახდა

ჩეხი პეტრა კვიტოვა პირველი მოთამაშე გახდა ქალთა ტურში, ვინც 2019 წელს მეორე ტიტული მოიგო. უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა შტუტგარტში პორშეს გრანპრიზე გაიმარჯვა. მან ფინალში ესტონელი ანეტ კონტავეიტი ორ სეტში დაამარცხა – 6:3, 7:6(2).

შტუტგარტამდე ქალთა ტურში წელს ჩატარებულ 18 ტურნირს 18 სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა, რაც უნიკალური შემთხვევაა. ეს სერია შეეძლო გაეგრძელებინა კონტავეიტს, მაგრამ ესტონელმა რამდენიმე შანსი გაუშვა ხელიდან. მაგალითად, მეორე პარტიაში ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა.

ამ მოგებით კვიტოვამ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა – უკან ჩამოიტოვა სიმონა ჰალეპი. გარდა ამისა, ტოპ-ათეულში მეოთხე-მეხუთე ადგილები გაცვალეს ანჟელიკ კერბერმა და კაროლინა პლიშკოვამ.

1(1). ოსაკა (იაპ) – 6 151
2(3). კვიტოვა (ჩეხეთი) – 6 015
3(2). ჰალეპი (რუმინეთი) – 5 682
4(5). კერბერი (გერმანია) – 5 220
5(4). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 111
6(6). სვიტოლინა (უკრაინა) – 4 921
7(7). ბერტენსი (ჰოლანდია) – 4 765
8(8). სტივენსი (აშშ) – 4 386
9(9). ბარტი (ავსტრა) – 4 275
10(10). საბალენკა (ბლრ) -3 520