სიომინი ორაზროვან კომენტარს აკეთებს, რატომ არ ითამაშებს კვირკველია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში
სიომინი ორაზროვან კომენტარს აკეთებს, რატომ არ ითამაშებს კვირკველია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით საბა კვირკველია ამ ეტაპზე მოსკოვის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილება.

„კვირკველია დღეს მოედანზე იმიტომ არ შევიდა, რომ დასვენებისთვის დრო სჭირდებოდა. ახლა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, პრაქტიკას მიიღებს და გუნდში ამის შემდეგ მოხვდება“, – ეს ორაზროვანი კომენტარი მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის შემდეგ გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო დიდი დრო გააცდინა და შესაბამისად, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მას ჯერ ვერ ათამაშებს. საქართველოს ნაკრების მცველმა რუსეთის პრემიერლიგის მე -12 ტურში ტულის „არსენალთან“ შეხვედრაც გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველს მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ერთხელაც არ უთამაშია, „ლოკომოტივში“ ერთადერთი შეხვედრა კი რუსეთის თასზე ჩაატარა.