კვირკველიას უიღბლო დღე - დაკარგული ჩემპიონობა და ტურის ანტისიმბოლური
კვირკველიას უიღბლო დღე - დაკარგული ჩემპიონობა და ტურის ანტისიმბოლური

ტულის „არსენალმა” რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ შინ დაამარცხა (2:0) და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მისი კონკურენტი – პეტერბურგის „ზენიტი” გააჩემპიონა.

შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა „ლოკომოტივისთვის“ და მის ქართველ ლეგიონერ საბა კვირკველიასთვის. 59-ე წუთზე, როდესაც მოსკოველები ანგარიშით 0:1-ს აგებდნენ, ქართველმა მცველმა ბურთი შეცდომით ტულელთა თავდამსხმელს, ლუკა ჯორჯევიჩს გადააწოდა, რომელმაც „ლოკომოტივს“ მეორედ გაუტანა და გუნდის ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი მოუსპო.