კვირკველიას ტრანსფერში „ლოკომოტივი“ ოთხ მილიონ ევროს მიიღებს
კვირკველიას ტრანსფერში „ლოკომოტივი“ ოთხ მილიონ ევროს მიიღებს

მოსკოვის „ლოკომოტივს“, გუნდის მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, საბა კვირკველაიც დატოვებს – რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გუნდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშჩერიაკოვმა ნაწილობრივ დაადასტურა.

მისი თქმით, გუნდს რვა ფეხბურთელი დატოვებს. თუმცა, გვარები არ დაუკონკრეტებია. ამ რვა მოთამაშის სია metaratings-მა გაავრცელა, რომლის ცნობითაც, მათ შორის საბა კვირკველიაც მოხვდა.

„მოსკოვის „ლოკომოტივი“ არ აპირებს მოთამაშის შეძენას ცენტრალური მცველის პოზიციაზე, სანამ კვირკველიას არ გაყიდის. მისი სატრანსფერო ფასი ოთხი მილიონი ევროა. ქართველის იჯარით გაშვების შესაძლებლობა არც განიხილება, რადგან კლუბს ახალი ცენტრალური მცველის შესაძენად თანხა სჭირდება. ოთხი მილიონი არის გამოსასყიდი თანხა, რომელიც მოთამაშისა და კლუბის ხელშეკრულებაში წერია. კვირკველიას ხელფასი წელიწადში 1,8 მილიონი ევროა“, – წერს Metaratings.ru.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველიათი რეალურად დაინტერესებულია „კრასნოდარი“ და ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც საბას მენეჯერი, მამუკა ჯუღელი მუშაობს, ხოლო „როსტოვი“ „ლოკომოტივის“ მცველის სამსახურით არ დაინტერესებულა.