კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - პირველი შემთხვევა რუსულ ფეხბურთში
კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - პირველი შემთხვევა რუსულ ფეხბურთში

პერუს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს, საბა კვირკველიას ცნობილ თანაგუნდელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფარფანმაკოვიდ 19“-ის ტესტირტება გაიარა და რუსეთის პრემიერლიგაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა და მოსკოვის „ლოკომოტივმა“ დაადასტურეს.

35 წლის ვეტერანმა პერუს ნაკრებში 95 მატჩი ჩაატარა (23 გოლი). იყო „ეინდჰოვენისა“ და „შალკეს“ თავდამსხმელი. ფარფანი კარანტინში იქნება და ბუნებრივია, თანაგუნდელებთან ერთად ვერ ივარჯიშებს. რუსეთის ჩემპიონატის განახლება 21 ივნისსაა დაგეგმილი.

ფარფანი მეორეა ცნობილ პერუელ ფეხბურთელებს შორის, რომელსაც ეს ვირუსი დაუდასტურდა. პირველი პერუს ნაკრების ლეგენდა, გუნდის ყოფილი კაპიტანი ჰექტორ ჩუმბიტასი იყო, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა. კარანტინში გასვლა კლაუდიო პიზაროსაც მოუხდა, რადგან მისი ქალიშვილი იყო ინფეცირებული.

დატოვე კომენტარი