კვირკველიას ფლეი ოფის შანსი აქვს, კაშია რომაელებს დაუზავდა
კვირკველიას ფლეი ოფის შანსი აქვს, კაშია რომაელებს დაუზავდა

უეფა-ს ევროპის ლიგის მე-5 ტურში ოთხი ქართველის გუნდმა ითამაშა, ჯგუფიდან გასვლის შანსი კი მხოლოდ ერთს გააჩნია.

საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” “კოპენჰაგენს” 2:1 მოუგო, 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და კოპენჰაგენელებს გაასწრო – დანიელები 6 ქულით მესამეზე არიან. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

გურამ კაშიას “ვიტესმა” რომში “ლაციოსთან” ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

ვარდარი” რუსეთში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ესტუმრა და 1:2 წააგო. მაკედონიელთა ძირითადში იყო ჯაბა ჯიღაური, რომელიც დამატებულ წუთზე შეცვალეს.

ბელარუსულიბატესა” და სერბული “ცრვენა ზვეზდას” მატჩი 0:0 დასრულდა.

ბელარუსების განაცხადშიც ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვალია, რომელსაც ბოლო დროს არ ათამაშებენ.