კვირკველიას პირველი პოსტპანდემიური მატჩი - ქართველი „ლოკომოტივში“ შეცვლაზე გამოჩნდა
კვირკველიას პირველი პოსტპანდემიური მატჩი - ქართველი „ლოკომოტივში“ შეცვლაზე გამოჩნდა

პოსტპანდემიურ პერიოდში საბა კვირკველიას გუნდმა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელ „დინამოსთან“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეცვლაზე ითამაშა.

მატჩში ანგარიშით 1:1 დასრულდა და საკმაოდ სახალისო გამოდგა. ჯერ იმიტომ, რომ „დინამოსთან“ მატჩი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო მარკო ნიკოლიჩისთვის, თუმცა ის მატჩს ვერ დაესწრო, რადგან რუსეთში მცირე ხნის წინ ჩავიდა და ახლა კარანტინშია.

პირველ ტაიმში ქართველის გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ალექსეი მირანჩუკმა 11-მეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ააცილა. მეორე ტაიმის დასაწყისში კირილ პანჩენკომ „დინამო“ დააწინაურა, მეორე გოლიც „დინამოელმა“ გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში 73-ე წუთზე საბოლოო შედეგი ვლადიმერ რიკოვის ავტოგოლით დაფიქსირდა.

საბა კვირკველია მოედანზე მხოლოდ შესვენების შემდეგ, ბრაზილიელი მურილოს ნაცვლად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ჩვენება აკრძალული იყო.