კვირკველიას მწვრთნელი კორონავირუსზე - ახლა ყველა მის წინაააღმდეგ ვთამაშობთ
კვირკველიას მწვრთნელი კორონავირუსზე - ახლა ყველა მის წინაააღმდეგ ვთამაშობთ

საბა კვირკველიას მწვრთნელი, იური სიომინი იმედოვნებს, რომ 2019/20120 წლების სეზონს რუსეთის პრემიერ ლიგაში დააასრულებენ – მოსკოვის „ლოკომოტივის“ დამრიგებელმა რუსულ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ საფეხბურთო სეზონი მთელს ევროპაში მალე განახლდება.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ეს ვირუსი. გულშემატკივრების სასიხარულოდ, წლევანდელი, ჩემპიონატი უნდა დასრულდეს. მაგრამ თუ ეს არ მოხდა და დანარჩენი ტურები არ ჩატარდება, ვერაფერს ვგავაწყობთ. ასეთია ცხოვრება. მაგრამ დიდი ხანი ასე ვერ გაგრძელდება. ცუდის შემდეგ, ყოველთვის კარგი დრო მოდის. ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. ყოველ შემთხვევაში, სამომავლოდ ჩვენ ისევ გავიხარებთ ფეხბურთით – ჩვენ პოზიტიური ემოციებით ვცხოვრობთ და მოდით, უკეთესის ვირწმუნოთ”* – ამბობს სიომინი.

მოსკოვის „ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი ევრო 2020-ის გადადებაზე დიდიე დეშამის (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) კომენტარსაც გამოეხმაურა: „ევრო 2020-ის გადადება სწორი გადაწყვეტილება იყო. ვეთანხმები დიდიე დეშამს, რომ ახლა მთავარი თამაში კორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარეობს და. ჩვენ ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ასეთ მომენტებში გრძნობთ იმ როლს, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში დიდი ფეხბურთი ასრულებს. ყოველთვის არიან პესიმისტები, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატს აკრიტიკებენ. ახლა ისინი ჩივიან, რომ სანახავი არაფერია და პრემიერ ლიგის შეჩერებას განიცდიან“.