საბა კვირკველიას და მოსკოვის „ლოკომოტივს“ ახალი სეზონიდან ისევ იური სიომინი გაწვრთნის – ინფორმაციას „სოვსპორტი“ ავრცელებს.
სეზონის დასრულების შემდეგ „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი ეწურება. გუნდის გენერალური მენეჯერი ამბობდა, რომ პოსტზე მისი შესაძლო შემცვლელების ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და „ლოკომოტივში“ სიომინის დატოვება გადაწყვიტეს.
„ლოკომოტივში“ გადაწყვიტეს, რომ ფინანსური დეფიციტის პირობებში სიომინს გუნდს მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლია.
სიომინი „ლოკომოტივს“ რამდენჯერმე წვრთმიდა – (1986, 1991-2005, 2006-2008, 2009–2010, 2016-დან). მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 900-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 22 ტიტული მოიგო. მის გუნდში ყოველთვის თამაშობდნენ ქართველები – ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია, დავით მუჯირი, გიორგი ჭელიძე, მათე ღვინიანიძე, საბა კვირკველია.
სიომინი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ქართველის გარეშე მისი „ლოკომოტივი“ წარმატებას ვერ აღწევს.