კვირკველიას „ლოკომოტივმა“ ჭანტურიას „ურალი“ დაამარცხა
კვირკველიას „ლოკომოტივმა“ ჭანტურიას „ურალი“ დაამარცხა

რუსეთის პრემიერლიგაში დასრულდა 22-ე ტური. ბოლო შეხვედრაში ორი ქართველი ფეხბურთელი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩემპიონატის ლიდერი მოსკოვის “ლოკომოტივი”, რომელშიც მცველი საბა კვირკველია თამაშობს, სტუმრად შეხვდა ეკატერინბურგისურალს“, რომლის რიგებშია შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია.

ლოკომოტივმა” 2:0 მოიგო და მორიგი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. მოსკოველებს ორივე გოლი მე-15 წუთისთვის ჰქონდათ გატანილი.
კვირკველიამ, როგორც ყოველთვის შეუცვლელად 90 წუთი ითამაშა, ჭანტურია კი მე-60 წუთიდან ჩაება თამაშში.

“ლოკომოტივს” 49 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ “სპარტაკსა” და ცსკა-ს.