კვირკველიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კვირკველიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საბა კვირკველიამ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მოთამაშეებმა კორონავირუსის ტესტები ჩააბარეს და ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა – ინფორმაცია კლუბის წარმომადგენელმა გაავრცელა.

ამის შესახებ „ორენბურგთან“ (1:0) რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ, გუნდის მედიამენეჯერმა დირექტორმა კირილ ბრეიდომ განაცხადა, რომ გუნდში COVID-19 ინფექციის შემთხვევა არ გამოავლინდა.

მატჩამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ორენბურგის“ არაერთ წარმომადგენელს ახალი კორონავირუსის ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდათ. ამჟამად, ყველა მათგანი იზოლირებულება.

„23-ე ტურში „ორენბურგთან“ თამაშის შემდეგ, მთელმა გუნდმა კორნავივირუსზე ტესტები გაიარა. ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და კლინიკური გამოვლინებები არავის აქვს”, – თქვა ბრეიდომ Sport24-თან ინტერვიუში.

„ლოკომოტივში“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების კლუბის ბაზაზე გადაყვანა მატჩის წინა დღეს გადაწყვიტეს.