კვირკველიას ხელფასი 40 პროცენტით შეუმცირეს - გუნდში კონფლიქტს მწვრთნელი შეეწირება
კვირკველიას ხელფასი 40 პროცენტით შეუმცირეს - გუნდში კონფლიქტს მწვრთნელი შეეწირება

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებსა და მათ შორის, საბა კვირკველიას ხელფასები 40 პროცენტით შეუმცირეს, რამაც გუნდის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის ბოლო დროს დალაგებული ურთიერთობა ისევ გააფუჭა, რასაც ქართველი მცველის მწვრთნელი შეეწირება – ინფორმაციას ტელეგრამაზე Metaratings-ი ავრცელებს.

„ლოკომოტივის“ ზოგიერთი მოთამაშე კორონავირუსის გამო ხელფასის შემცირებას არ დათანხმდა. ჩვენი ინფორმაციით, ზოგი მოთამაშე მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო. ბუნტში მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები არ მონაწილეობდნენ, რადგან მათ შემცირება არ შეეხებათ. საუბარია მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ხელფასების შემცირებაზე. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩაიშალა და ფეხბურთელებთან რთული ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო“,- ვკითხულობთ Metaratings-ზე.

არაფერი წერია, საბა კვირკველიამ რა პოზიცია დაიკავა. სამაგიეროდ, ამტკიცებენ, რომ სიომინი აქტიურობდა: „კონფლიქტის დროს სიომინმა საგაზეთო სვეტი გამოაქვეყნა და გამოჩნდა, რომ კონფლიქტით ყველაზე მეტი სარგებლობას იმედოვნებდა. იგი მოთამაშეების მხარეს დადგა და შეთანხმებას „მწვანე შუქი“ აუნთო. შედეგად, მხარეები სეზონის განახლებამდე ხელფასების მხოლოდ 40%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ჯერჯერობით, სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი სიომინია. ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზაში (გუნდის  დამფინანსებელი) მისი მწერლური უნარი არ დააფასეს და სეზონის შემდეგ, მწვრთნელის მოხსნის სასარგებლოდ გადაიხარნენ. რკინიგზის ხელმძღვანელი სიომინის საგაზეთო ესსეებით სერიოზულად განაწყენდა“.

შეგახსენებთ, რომ იური სიომინის უკავშირდება მოსკოვურ კლუბში საბა კვირკველიას ყაზანის „რუბინში“ მიწვევა და დაწინაურება. მისი ხელმღძვანელობით საქართელოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა.