კვირკველიას გუნდს გულშემატკივრები ბოიკოტს უცხადებენ
კვირკველიას გუნდს გულშემატკივრები ბოიკოტს უცხადებენ

საბა კვირკველაის გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“, გულშემატკივრების მხარადჭერის გარეშე დარჩა. ისინი სტადიონს მატჩის დაწყებიდან 20 წუთში დატოვებენ. ამის შესახებ „ლოკომოტივის“ გულშემატკივართა განცხადებაში წერია.

ისინი აპროტესტებენ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომელმაც მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გაუშვა.

„რუსეთის ჩემპიონატს გუნდი კვირას განაახლებს. „ლოკომოტივი“ მეორე ადგილზეა და აქამდე გუნდი იური სიომინის ხელმძღვანელობით მოვიდა. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა ის აუხსნელი მიზეზებით გააძევეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე სტადიონზე ვიქნებით მხოლოდ მატჩების მე -20 წუთამდე; ამ ეპრიოდში ჩვენ კორექტულად გამოვხატავთ ჩვენს აზრს „ ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობის მოქმედებების შესახებ; ჩვენ უარს ვამბობთ შესყიდვებზე სტადიონზე – საკლუბო მაღაზიაში, სტადიონის ტერიტორიასა და ტრიბუნების ქვემოთ მდებარე შენობებში არსებულ პროდუქციაზე, ასევე უარს ვამბობთ კლუბის პარტნიორების მომსახურებებზე. ჩვენ კლუბის დღევანდელ ხელმძღვანელობას კაპიკიც არ უნდა გადავუხადოთ“ – წერია „ლოკომოტივის“ გუშემატკივართა განცხადებაში.

21 ივნისს, პაუზის შემდეგ, „ლოკომოტივი“ პირველ მატჩს საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს. გუნდი „ორენბურგს“ მიიღებს. როგორც ცნობილია, საბა კვირკველია გუნდს ტრავმის გამო დაგვიანებით შეუერთდა. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში.