კვირკველიამ „ნეფთჩიში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
კვირკველიამ „ნეფთჩიში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საბა კვირკველიამ პირველი მატჩი ჩაატარა ბაქოს „ნეფთჩიში“, სადაც მცირე ხნის წინ ჩაირიცხა. აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ევროტურნირისა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება და ეს გუნდისთვისაც პირველი ამხანაგური მატჩი იყო.

ლაურენციუ რეკეკამპფის გუნდი ადგილობრივ „საკარიასპორს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დასრულდა. საბა კვირკველია „ნეფთჩის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი აზერბაიჯანელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მე-17 წუთზე დონიოს გოლით დაწინაურდნენ. მაგრამ თურქულმა კლუბმა საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საბა კვირკველია ბაქოს „ნეფთჩიმ“ კვირის დასაწყისში წარადგინა. საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე 29 წლის მცველი ეროვნული ლიგის „გაგრას“ ეხმარებოდა.

საბას გარდა, აზერბაიჯანის პრემიერლიგის ახალ სეზონში კიდევ მინიმუმ 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. დავით ვოლკოვისაბახში“გადავიდა, მანამდე „ყარაბაღმა“ ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა, „შამახში“ მერაბ გიგაურს კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ან კლუბში დარჩება, ან სხვა აზერბაიჯანულ გუნდში გადავა, ხოლო გიორგი ქანთარია „კაიპაზში“ გადავიდა.