კვირკველიამ „ლოკომოტივში“ ბოლო მატჩი ჩაატარა
კვირკველიამ „ლოკომოტივში“ ბოლო მატჩი ჩაატარა

რუსეთის პრემიერლიგაში სეზონი დასრულდა – ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრებში მოედანზე 10 ქართველი ფეხბურთელი გავიდა.

მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩში (1:2) ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა, მოსკოველთა კაპიტანი კი გიორგი ჯიქია იყო.

მოსკოვის ცსკა-სა და „ტამბოვის“ მატჩში მოსკოველთა შემადგენლობაში იყო 21 წლის კონსტანტინე მარადიშვილი. სტუმართა კაპიტანი მეკარე გიორგი შელია იყო, ძირითად შემადგენლობაში იყო შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, რომელიც მეორე ყვითელი ბარათისთვის 45+1-ე წუთზე გააძევეს. „ტამბოვში“ შეცვლაზე ითამაშეს ნახევარმცველებმა, გურამ თეთრაშვილმა და ვლადიმერ კობახიძემ. მატჩი ცსკა-მ 2:1 მოიგო.

„უფაში“ ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ (0:0) შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ, რომელმაც ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება. ტულელთა განაცხადში არ იყო გია გრიგალავა, რომელმაც მატჩი გამოტოვა. მას მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ვარჯიში უკვე დაიწყო და რისკის თავიდან ასაცილებლად მოედანზე არ გასულა. უფელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო ნიკოლოზ გიორგობიანი არ იყო.

საბა კვირკველიამ „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში წელს მეხუთედ ითამაშა – მოსკოველებმა ეკატერინბურში „ურალთან“ 0:1 გაიმარჯვეს. კვირკველიამ მოსკოველთა რიგებში 90 წუთი ჩაატარა, სავარაუდოდ, მან ბოლო მატჩი ჩაატარა „ლოკომოტივში“, რომელმაც მეოერ ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.