კვირკველიამ კარიერის გაგრძელებაზე ილაპარაკა - სხვადასხვა ვარიანტებია, მათ შორის რუსეთის გარეთაც #1TVSPORT
კვირკველიამ კარიერის გაგრძელებაზე ილაპარაკა - სხვადასხვა ვარიანტებია, მათ შორის რუსეთის გარეთაც #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მცველმა საბა კვირკველიამ თავისი მომავლის შესახებ ილაპარაკა – 29 წლის ქართველ ლეგიონერს მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი ახლახანს დაუსრულდა, გასული სეზონი კი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით ითამაშა.

„ამ დროისთვის კონკრეტული წინადადებები არ მაქვს. არის სხვადასხვა ვარიანტი. ამჟამად მე საქართველოს ნაკრებში ვარ, 2 და 6 ივნისს ამხანაგური თამაშები გვაქვს, ამიტომ საკლუბო ამბებზე დიდად არ ვფიქრობ. რაღაც მალე გაირკვევა, მაგრამ არა – ახლა“, – განაცხადა კვირკველიამ.

29 წლის მცველის თქმით, ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.

„როდის ვგეგმავ კლუბის გარკვევას? ალბათ, ახალი ამბავი დაახლოებით 10 დღეში მეცოდინება. თუ კარგი შემოთავაზება მექნება, რატომ არ უნდა დავრჩე რუსეთში? არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის საზღვარგარეთ“.

მისი თქმით, „ლოკომოტივში“ დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.

„ეს ჩემი გუნდია, სადაც 108 მატჩში ვითამაშე და ეს გუნდი ჩემი მეორე სახლია. კარგი იქნებოდა იქ დაბრუნება. რატომაც არა? ეს არის ფეხბურთი – ვიღაც ბრუნდება, ვიღაც სხვა გუნდს პოულობს”, – თქვა კვერკველიას RB Sport-თან.

2020/21 წლების სეზონის ბოლოს, „როტორმა“ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. მანამდე Sport24 იტყობინებოდა, რომ ვოლგოგრადელები ლიგაში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, კვირკველიასთან სრულფასოვანი კონტრაქტის ხელმოწერას გეგმავდნენ.