კვირკველიამ ისევ ძირითადში ითამაშა - გამოცდილი მცველი ფორმის აღდგენას ცდილობს #1TVSPORT
კვირკველიამ ისევ ძირითადში ითამაშა - გამოცდილი მცველი ფორმის აღდგენას ცდილობს #1TVSPORT

ნახევარწლიანი უთამაშებლობის შემდეგ საბა კვირკველია ფორმაში შედის და ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ახერხებს.

უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში, ხარკოვის „მეტალისტი 1925“ გასვლაზე „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. ხარკოვის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ შემდეგ ეს სერია ზედიზედ სამი მარცხით შეცვალა.

საბა კვირკველიამ ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში ოქტომბრის დასაწყისში ჩაირიცხა. პირველად შეცვლაზე ათამაშა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კრივენცოვმა, რომელიც ენდობა და მას შემდეგ სამ შეხვედრაში (ერთი უკრაინის თასზე) ძირითადში დააყენა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეორე გოლი 74-ე წუთზე გაიტანეს, ხარკოველებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს. თავის გამოჩენის რეალური შანსი ქართველ მცველს ჰქონდა, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

შემდეგ ტურში ხარკოვის „მეტალისტი 1925“ გასვლით დაპირისპირებაში როვნოში „ვერესთან“ ითამაშებს, ფორმაში შესვლამდე კი საბა კვირკველიას ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში აღარ იწვევს.

თუმცა, ფაქტია, რომ 29 წლის გამოცდილი ქართველი მცველი ფორმის აღდგენას ცდილობს. საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის დაბრუნებას ელიან.