კვირკველია უცნაურ ტოპ ხუთეულში
კვირკველია უცნაურ ტოპ ხუთეულში

ინდოელი, არაბი, სამხრეთ აფრიკელი და ბელარუსი ვარსკვლავები – ასეთ გარემოცვაში დაასახელა „იაჰუ სპორტი“ (sports.yahoo.com)-მა საბა კვირკველია.

საქმე ისაა, რომ ამ ეგზოტიკურ მოთამაშე სია „იაჰუ სპორტმა“ ქვეყნებში მოძებნა, რომლებსაც დიდი საფეხბურო წარმატება არ გააჩნიათ.

სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ

1. სუნილ ჩეტრი, ინდოეთი

2. საბა კვირკველია, საქართველო

3. ომარ აბდულჰრმანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

4. პერსი ტაუ, სამხრეთ აფრიკა

5. სერგეი კორნილენკო, ბელორუსია

„ფეხბურთის მოყვარულები ვერ გეტყვიან, საიდანაა საბა კვირკველია. თუმცა, მცველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული მოთამაშეა. კვირკველია თამაშობს მოსკოვის „ლოკომოტივში“ და თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 35 მატჩი ჩაატარა“, – წერს „იაჰუ სპორტსი“.

დატოვე კომენტარი