კვირკველია ტურის სიმბოლურ გუნდში - ის თავდადების სიმბოლო იყო
კვირკველია ტურის სიმბოლურ გუნდში - ის თავდადების სიმბოლო იყო

გამოცემა „სოკერ.რუ“-მ რუსეთის პრემიერლიგის მე -12 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და ვოლგოგრადის „როტორისა“ და საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა კვირკველიაც დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე -12 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ მოსკოვში მოსკოვის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი ამ გუნდში თამაშობდა. საბა კვირკველიასთვის „ლოკომოტივთან“ მოგება პრინციპული საკითხი იყო.

„ვოლგოგრადის „როტორის“ გამარჯვება შედეგი იყო შანსების ბრწყინვალე რეალიზების, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „ლოკომოტივის“ მოდუნების და სხვა ბედნიერი დამთხვევების. ასევე თავდადების, რომლის სიმბოლო საბა კვირკველია იყო. ბოლო დრომდე ქართველი მცველი „ლოკომოტივში“ თამაშობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის ბოლოდროინდელ ჩემპიონობაში. მაგრამ შემდეგ ის გუნდს აღარ დასჭირდა. ამიტომ საბასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო, რომლის გულისთვისაც იგი არც ვარდნებს ერიდებოდა და არც ბურთებისთვის ბოლომდე ბრძოლას. „როტორის“ კარში მის გამო პენალტი დაინიშნა, მაგრამ ამაში საბას დადანაშაულებაც გაჭირდება, რადგან ხელით შემთხვევით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ანგარიში არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ანტონ მირანჩუკმა ვერ გაიტანა“, – წერს „სოკერ.რუ“.

დატოვე კომენტარი