კვირკველია „სტიაუას“ პრეზიდენტს ისევ სურს - საბას სხვა გუნდებიც იწვევენ #1TVSPORT
კვირკველია „სტიაუას“ პრეზიდენტს ისევ სურს - საბას სხვა გუნდებიც იწვევენ #1TVSPORT

ბუქარესტის „სტიაუაში“ ვითარება ისევ გაურკვეველია. გუნდის პრეზიდენტი ჯიჯი ბეკალი ისევ ამტკიცებს, რომ საბა კვირკველიას აყვანა სურს, ხოლო სპორტული დირექტორი თავისი მოთამაშეების მიყვანას ცდილობს.

ამის შესახებ კომენტარები კიდევ ერთხელ გააკეთეს. მიჰაი სტოიკამ თქვა, რომ სატრანსფერო ბაზრის ბოლომდე არავის აიყვანს, თუ გარკვეული პირობები არ დაკმაყოფილდება.

ბეკალიმ გუნდში ორი ცენტრალური მცველი ჯოისკიმ დაუა და რაშიდ ბუენა მიიყვანა. მიჰაი სტოიკამ თქვა, რომ სიახლეები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სტიაუა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

„ჩვენ ტრანსფერები შევაჩერეთ. ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებთ, თუ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებით“, – ამის შესახებ Orange Sport-თან მიჰაიმ განაცხადა.

ჯიჯი ბეკალიმ განაცხადა, რომ კლუბში კიდევ ერთი მცველის, საბა კვირკველიას მოყვანა სურს, რომლის სიმაღლე თითქმის ორი მეტრია.

„მოლაპარაკება გვაქვს ქართველთან (კვირკველიასთან), რომელიც არაა ევროკავშირის მოქალაქე. მას სურს ხელფასი 15000 ევრო. ის არის 196 სმ სიმაღლის. არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს და არ მჭირდება ემოციები“, – განაცხადა ბეკალიმ კონფერენციის პრეზენტაციაზე.

აქვე ვიტყვით, რომ „სტიაუა“ ნამდვილად არაა ერთადერთი კლუბი, სადაც კვირკველიას იწვევენ. საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველით ბევრი სხვა გუნდიც დაინტერესდა – მაგალითად, ესპანური „ალმერია“. საბას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ერთა ლიგაზე მაღალ დონეზე ჩატარებული თამაშების შემდეგ გაიზარდა.

დატოვე კომენტარი