კვირკველია მომჯობინდა, არაბიძე დაასვენეს
კვირკველია მომჯობინდა, არაბიძე დაასვენეს

ორი ქართველი ფეხბურთელი არ გასულა მოედანზე ვოლგოგრადის „როტორის“ საკონტროლო შეხვედრაში, რომელიც რუსეთის პრემიერლიგელმა თურქულ შეკრებაზე გამართა.

ვოლგოგრდულმა გუნდმა ორ დღეში მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა – გუნდი ამჯერად ჩერნოგორიის უმაღლესი ლიგის პოდგორიცას „ბუდუჩნოსტს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ამ მატჩში ვოლგოგრადული კლუბის ფორმა მხოლოდ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოირგო – ზურიკო დავითაშვილმა და ნიკა ყიფიანმა. მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად დაასვენა ის ფეხბურთელები, რომლებმაც წინა სპარინგი ბულგარულ „სლავიასთან“ ჩაატარეს. მათ აღდგენითი ვარჯიშები ჰქონდათ.

მათ შორის იყო გიორგი არაბიძეც, რომელმაც სოფიელებთან მატჩში შეუცვლელად ჩაატარა. ასევე არ იყვნენ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია და ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადასული ჯოვინო ფლამარიონი. აღმოჩნდა, რომ ორივე ტრავმირებული იყო, მაგრამ გამოჯანმრთელდნენ და ახლა ინდივიდუალურად ემზადებიან.

შეკრებაზე საბა კვირკველია 29 წლის გახდა, რაც ქართველ ფეხბურთელს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიულოცეს.

დატოვე კომენტარი