კვირკველია „ლესტერში" შესაძლო ტრანსფერზე - რაა დასამალი, ინტერესი არის
კვირკველია „ლესტერში" შესაძლო ტრანსფერზე - რაა დასამალი, ინტერესი არის

საბა კვირკველიამ პირველ არხთან მის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ გაზეთ “იზვესტიას” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის “ლესტერი” მზადაა, საქართველოს ნაკრებისა და “ლოკომოტივის” მცველის ტრანსფერი გამოისყიდოს.

“რაა დასამალი, ინგლისური კლუბი ინტერესი რეალურად არსებობს. ინგლისის პრემიერლიგაში თამაში კი ჩემი ოცნებაა. მაგრამ გამოვა თუ არა ეს ტრანსფერი, უახლოეს პერიოდში გადაწყდება“ – ამბობს კვირკველია.

კვირკველიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ინგლისურმა კლუბმა რუსებთან მოლაპარაკება დაიწყო და მზადაა, საამისოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადოს.