კვირკველია ევროსარბიელს დაემშვიდობა - აბურჯანია პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
კვირკველია ევროსარბიელს დაემშვიდობა - აბურჯანია პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა მოთამაშემ ჩაატარა და მათ მატჩები განსხვავებული ემოციებით დაასრულეს.

ბაქოს „ნეფთჩიმ“ საშინაო მატჩი ვენის „რაპიდთან“ 2:1 მოიგო და გასვლაზე იმედიანად გაემგზავრა, მაგრამ ავსტრიელებმა ძირითადი დრო 1:0 მოიგეს და საერთო ჯამში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო დამატებულ დროში მეტოქის კარი მეორედ აიღეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2:0 და პლეი ოფში ავსტრიელები გავიდნენ. „ნეფთჩიში“ საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და 118-ე წუთზე შეცვალეს. ვატო არველაძე, რომელიც „ნეფთჩიში“ ორი დღის წინ ჩაირიცხა, ბაქოელთა განაცხადში არ იყო.

პორტუგალიურმა „ჟილ ვისენტემ“ ლატვიურ „რიგასთან“ გასვლაზე შეხვედრა 1:1 დაასრულა და საპასუხო მატჩს ფავორიტის რანგში შეხვდა. მათ ეს შანსი იოლად გამოიყენეს, ბალტიისპირელები 4:0 დაამარცხეს და კონფერენს ლიგის პლეიოფში გავიდნენ. პორტუგალიელთა შემადგენლობაში 68-ე წუთიდან გიორგი აბურჯანიამ ითამაშა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „რაპიდი“ მომავალ კვირას ლიხტენშტეინის „ვადუცს“ შეხვდება, ხოლო „ჟილ ვისენტე“ – ნიდერლანდურ „ალკმაარს“. მატჩები 18 და 25 აგვისტოს გაიმართება.