კვირკველია და არაბიძე მოედანს დაუბრუნდნენ - „როტორი“ დამარცხდა #1TVSPORT
კვირკველია და არაბიძე მოედანს დაუბრუნდნენ - „როტორი“ დამარცხდა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდა, მათ შორის – რუსეთში. ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც ოთხი ქართველი თმაშობს, მოსკოვის „ლოკომოტივი“ მიიღო და დამარცხდა.

24-ე ტურის ამ შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობაში დაბრუნდა საბა კვირკველია, რომელმაც თავისი კლუბის წინააღმდეგ მონდომებით ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა. ძირითად თერთმეტეულში იყო ნიკა ყიფიანიც, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი არაბიძე გამოჩნდა.

სამწუხაროდ, არ იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედარში დაშავდა – ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ჯერ თამაშს ვერ ახერხებს.

გრჟეგორ კრიხოვიაკის (21) და რიფატ ჯამალეტდინოვის გოლებით მოსკოველებამ 2:0 მოიგეს და მესამე ადგილზე დაწინაურდნენ, ხოლო ვოლგოგრადელები 18 ქულით მე-13 ადგილზე არიან და პლეი-აუტის ზონაში იმყოფებიან.