კვირის ბოლოს ეზე „არსენალში“ გადავა #1TVSPORT
კვირის ბოლოს ეზე „არსენალში“ გადავა #1TVSPORT

„არსენალმა“ შეთანხმებას მიაღწია ებერეჩი ეზეს ტრანსფერზე.

გამოცემა The Athletic-ი წერს, რომ მიკელ არტეტას კლუბმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „კრისტალ პალასთან“. გარიგება შეფასებულია 68 მილიონ ფუნტად. დაახლოებით ასეთი იყო გამოსასყიდი თანხა, რომელიც ეწერა ეზეს კონტრაქტში, თუმცა ეს პუნქტი უკვე აღარ მოქმედებს.

ასევე, „არსენალი“ თითქმის უკვე მოელაპარაკა გარემარბს პირადი კონტრაქტის დეტალებზე. ელოდებიან, რომ ეზე ხუთშაბათს დაეხმარება „კრისტალ პალასს“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში „ფრედრიკსტადის“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის „არსენალისთვის“.