კვიპროსზე ქინქლაძე გაიხსენეს - ქართველი თავისი დროის მესი იყო [ვიდეო]
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ოფიციალურ გვერდზე გუნდის ყოფილი მოთამაშე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე გაიხსენეთ და გულშემატკივრებს საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვეს.
„ლურჯ-თეთრების („ანორთოსისის“ ფერებია) ლეგენდა – რა გახსოვს ქართველ ფეხბურთელზე?“ – სურათი ამ რუბრიკით გამოქვეყნდა. ქინქლაძე კვიპროსულ კლუბში თემურ ქეცბაიასთან 2004-2005 წლებში თამაშობდა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 33 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, ხოლო 2005 წელს კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
აღმოჩნდა, რომ კვიპროსში ქართველი ჯადოქარი კარგად ახსოვთ და დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რაზეც მათი კომენტარებიც მიუთითებს.
– ქინქლაძე თავისი დროის მესი იყო. დღემდე ვუყურებ მის ვიდეორგოლებს და ვერ ვხვდები, უკეთესი კარიერა როგორ ვერ აიწყო. გვარდიოლამ თქვა, რომ „ქინქი“ ყოველთვის მისი კერპი იყო.
– საუკეთესო უცხოელი მოთამაშე, რომელიც ოდესმე კვიპროსზე უთამაშია.
– ოცნების ფეხბურთელი!
– „მანჩესტერ სიტის“ ხელძღვანელობამ ამ ჯადოქარზე გამოსცა წიგნი – „ქინქლაძე – იდეალური”. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო. ასეთი ხვედრი მხოლოდ გასაოცარ ვარსკვლავების ხვედრია.