კვიპროსული მედია – თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოში“ აპოელ-ის მოთამაშეს დაიმატებს #1TVSPORT

12:20, 26.06.2026

„დინამო თბილისი“ ნიქოზიის აპოელ-იდან თავდამსხმელის, ალგასიმ ბას დამატებით დაინტერესდა და ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, – ინფორმაციას კვიპროსული ინტერნეტგამოცემა Sport-fm-ი ავრცელებს.

„ალგასიმ ბას აპოელ-იდან „დინამო თბილისში“ ტრანსფერი ახლა მხოლოდ დროის საკითხია. ბოლო ინფორმაციით, დაინტერესებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება უკვე მიღწეულია.

23 წლის გვინეელი თავდამსხმელი თემურ ქეცბაიას გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერების კანდიდატთა სიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდა. ქართველმა მწვრთნელმა ფეხბურთელი „იფსონასში“ იჯარით გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ გამოარჩია და მის შეძენაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

მოსალოდნელია, რომ „ლურჯ-ყვითლები“ ​​ბას დათმობით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. გარდა ამისა, ხელშეკრულება აპოელ-ის ფინანსურ ინტერესს ფეხბურთელის სამომავლო გაყიდვის შემთხვევაშიც ითვალისწინებს.

კვიპროსული კლუბისთვის ეს სპორტული და ფინანსური თვალსაზრისით დადებითი მოვლენა უნდა იყოს, რადგან ფეხბურთელი ახალი სეზონიდან გუნდის გეგმებში აღარ შედიოდა.

თუ ბოლო წუთს გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ალგასიმ ბა კარიერას საქართველოში გააგრძელებს და თემურ ქეცბაიას გუნდის, „დინამო თბილისის“ ახალწვეული გახდება,“ – წერს კვიპროსული გამოცემა.

მსგავსი