კვიპროსული მედია - საეჭვოა, „აპოელის“ ძირითადში სამივე ქართველმა ითამაშოს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - საეჭვოა, „აპოელის“ ძირითადში სამივე ქართველმა ითამაშოს #1TVSPORT

ქართველების გადასვლის შემდეგ, ნიქოზიასაპოელმა“ გასულ კვირას „არისთან“ (1:0) პირველად ითამაშა ისე, რომ სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ იყო – გიორგი ქვილითაია მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შევიდა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი ინფექციისა და ტრავმის გამო ისვენებდნენ.

კვიპროსული მედია ირწმუნება, რომ სამი ჩვენი თანამემამულის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება შაბათს (30 ოქტომბერს) მაკარეიოშიდოქსასთან“ მატჩში ასევე საეჭვოა და მიზეზად მათი ტრავმა და ფიზიკური მდგომარეობა სახელდება.

„ლოგიკურია, რომ სოფრონის ავგუსტისი განიხილავს ქვილითაის დაბრუნებას. იმიტომ, რომ ანტონ მაგლიცა საკუთარი თავის ჩრდილს ჰგავს, რაც ბოლო მატჩში აშკარად ჩანდა. არც ერთი ეს მოთამაშე არ აჩვენებს შარშანდელ დონეს – ქართველი „ანორთოსისში“ და ხორვატი „აპოლონში“ უკეთ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ყოფილი გუნდის, „ანორთოსისის“ წინააღმდეგ ქვილითაიას გამოჩენამ დაამტკიცა, რომ გუნდი ძირითადად მისი თამაშით გამოცოცხლდა“, – წერს გამოცემა.

Goal.com-ის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილის და მურთაზ დაუშვილის მდგომარეობა ჯერაც გაურკვეველია: 

„რაც შეეხება ოქრიაშვილს, მას დღეს არ უვარჯიშია და ჯერ კიდევ საეჭვოა, იქნება თუ არა შემდეგი თამაშისთვის მზად. და თუ ის მომდევნო ორი დღის განმავლობაში ივარჯიშებს, სამწვრთნელო სტაფის წევრები მის მდგომარეობას შეაფასებენ და შესაბამისად იმოქმედებენ. თუ ითამაშებს, მაშინ სათადარიგოებში ლეო ნატელი ან დიმერს ენდონგალი გადაინაცვლებს. დაშავებულ დაუშვილს კი დღეს არ უვარჯიშია, რის გამოც მას დაბრუნება გაუჭირდება, მაგრამ თუ ის პროგნოზებს გააბათილებს და დაბრუნდება, ნახევარდაცვაში ადგილს მარიუს ლუნდემოს წაართმევს“.