კვიპროსული მედია - ქვილითაიამ აჩვენა, რომ შეუძლია, „არისს“ დაეხმაროს #1TVSPORT
ლიმასოლის „არისი“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ათენის აეკ-თან 1:3 დამარცხდა გათამაშებას გამოეთიშა. ლიმასოლელთგან ერთდერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ პენალტით გაიტანა და გუნდში გატარებულ პერიოდში აჩვენა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა – ამის შესახებ გამოცემა sigmalive-ი წერს.
სიმართლე ქვილითაიას შესახებ
„ეჭვგარეშეა, რომ „არისს“ შეტევაში პრობლემები არ აქვს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გიორგი ქვილითაიაა. ქართველმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, თავისი გამოცდილებითა და თამაშის სტილით გუნდს დაეხმაროს. ქართველ თავდამსხმელს თავადაც გააქვს გოლები და თანაგუნდელებსაც ეხმარება საგოლე მომენტების შექმნაში“.
„არისის“ ქართველი თავდამსხმელის შესახებ გამოცემა kerkida-მაც დაწერა.
ქვილითაიას ხუთიდან ხუთი
„გიორგი ქვილითაიამ, რომელიც აქამდეც შესანიშნავად თამაშობდა „არისში“, პენალტით კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ქართველმა ხუთი პენალტიდან ხუთივე გაიტანა, სულ კი კარიერაში 34 თერთმეტმეტრიანიდან 31 აქვს გატანილი, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილი თავდამსხმელის დარტყმების სიზუსტე ძალიან მაღალია“.