კვიპროსული მედია - ქეცბაია „ანორთოსისიდან“ კაჭარავასაც უშვებს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - ქეცბაია „ანორთოსისიდან“ კაჭარავასაც უშვებს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისიდან“ ნიკა კაჭარავას გაშვება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. ერთ-ერთის ცნობით, მათ შორის უსიამოვნებაც მოხდა, თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა. ძირითადი ვერსია ისაა, რომ მოთამაშით ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა.

sport-fm: „თემურ ქეცბაიამ „ცოცხი“ აიღო და „ანორთოსისის“ გაწმენდა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ჩღდილოირლანდიელი კაილ ლაფერტის შემდეგ, ფამაგუსტელთა მწვრთნელის სამომავლო გეგმებში არც ნიკა კაჭარავა შედის.“

kerkida:კაილ ლაფერტისთან ერთად ნიკა კაჭარავასაც აცნობეს, რომ ისინი აღარ არიან „ანორთოსისის“ გეგმებში და მიმდინარეობს მუშაობა მათთან კონტაქტების გაწყვეტაზე. ისინი ინდივიდუალურად ივარჯიშებენ, სანამ კონტრაქტი არ გაწყდება.“

kathimerini: „მოვლენები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დასრულებისთანავე დააანონსა, მართლაც მყისიერად განვითარდა. კაილ ლაფერტის შემდეგ „ანორთოსისი“, ფაქტობრივად, ნიკა კაჭარავამაც დატოვა, რომელიც ჩრდილოირლანდიელის მსგავსად გუნდიდან გაუშვეს და ადმინისტრაციასთან ვადამდე გათავისუფლების პირობებს განიხილავს. ლაფერტისთვის ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო – „ოლიმპიაკოსთან“ თამაში, ფაქტობრივად, მისი უკანასკნელი შანსი ჩანდა, მაგრამ 54-ე წუთზე ლაფერტის შეცვლა ქეცბაიას უკმაყოფილებაზე მოწმობდა.

ეს უკმაყოფილება გასახდელებშიც გამოითქვა. ლაფერტიმ ეს მწვრთნელისგან თანაგუნდელების თვალწინ გაიგო და სწორედ აქ ერევა საუბარში კაჭარავა. თანაგუნდელის დაცვის მსურველი ქართველის ჩარევამ ქეცბაია გააბრაზა და ვითარება დაიძაბა. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რომ ქეცბაიამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაეშვა ორივე მოთამაშე.“