კვიპროსული მედია - პაპუნაშვილისა და ნინუას დებიუტი გადაიდო
კვიპროსული მედია - პაპუნაშვილისა და ნინუას დებიუტი გადაიდო

3 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გუნდი მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მე-17 ტურის შეხვედრაში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლომასოლში ერთ-ერთ კონკურენტს, „აპოლონს“ ესტუმრება და მოგების შემთხვევაში დაეწევა.

ამ შეხვედრაში „აპოლონში“ გიორგი პაპუნაშვილის დებიუტს ელოდნენ. ინტრიგა ისაა, რომ ლიმასოლის გუნდის ახალი სატრანსფერო შენაძენი გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრებში თავის თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებდა, ასევე თემურ ქეცბაიასთან, რომელმაც პირველად მიიწვია ეროვნულ გუნდში, მაგრამ პაპუნაშვილი კვიპროსზე ჩაფრენა დაუგვიანდა და დიდი ალბათობით, თამაშს გამოტოვებს.

ამავე შეხვედრაში იყო მოლოდინი, რომ „ანორთოსისში“ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებდა ნიკა ნინუა, მაგრამ ბერძნული და კვიპროსული მედიის ცნობით, სალონიკის პაოკ-ს ჯერ 21 წლის ქართველი ნახევარმცველი კვიპროსში არ გაუშვია და გუნდის იმ 22-კაციან განაცხადშია, რომლსაც პაბლო გარსია 3 იანვარს დანიშნულ საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ლარისასთან“ გასვლითი შეხვედრისთვის ამზადებს.

Metrosport–ის ცნობით, „ანორთოსისის“ ქართველ მწვრთნელს ნინუას სასწრაფოდ დამატება სურდა, ტრანსფერზე გუნდების ხელმძღვანელებმა, ოლაფ რებემ (პაოკ-ის სპორტული დირექტორი) და ევგენიოს ჰამპულასმა („ანორთოსისის“ პრეზიდენტი) ილაპარაკეს და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, პაოკ-ში იმედი აქვთ, რომ „ანორთოსისში“ თამაშით სეზონის ბოლოს ნინუა უკეთესად მომზადებული ფეხბურთელი იქნება. თუმცა, ჯერ ნინუა ისევ საბერძნეთში ვარჯიშობს.