კვიპროსული მედია - დაუშვილის „დინამო თბილისში“ გადასვლაზე „აპოელში“ არაფერი იციან #1TVSPORT
კვიპროსული მედია - დაუშვილის „დინამო თბილისში“ გადასვლაზე „აპოელში“ არაფერი იციან #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილის „დინამო თბილისში“ გადასვლასთან დაკავშირებულ ცნობაზე მისი კლუბი, „აპოელი“ ინფორმაციას არ ფლობს.

„დაუშვილის შესახებ გამოქვეყნდა სტატია, რომ ის „დინამო თბილისში“ ითამაშებს. ამის შესახებაც „აპოელში“ არაფერი იციან. ქართველი კი მხოლოდ სატურნირო ცხრილში გუნდის პოზიციის გაუმჯობესებაზე ფიქრობს“, – წერს კვიპროსული გამოცემა „სპორტ ფმ“.

ბოლო დღეებში „დინამოს“ სატრანსფერო ინტერესებზე ბევრი იწერება. გავრცელებული ცნობით, თბილისელთა მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს კვიპროსიდან „აპოელის“ 32 წლის ნახევარმცველის, მურთაზ დაუშვილის დამატება სურს.

დანამდვილებით, ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მურთაზ დაუშვილი ტრავმირებული იყო და დრო გაუცდა, გუნდთან ერთად ვარჯიში კი პარასკევს განაახლა. გამოცდილი ნახევარმცველი უკვე მზადაა, რომ მოედანს დაუბრუნდეს და „აპოელს“ დაეხმაროს.