კვიპროსული მედია – აპოელ-ი ლაშა დვალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლაშა დვალის მიმართ ინტერესი გაზრდილია, მაგრამ აპოელ-ი ქართველი მცველის შენარჩუნებას ცდილობს – ინფორმაციას sport-fm-ი ავრცელებს.
აპოელ-ი ცდილობს, დვალთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
„ლაშა დვალის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი აპოელ-ისთვის ცნობილია. მას შემდეგ, რაც ქართველი მცველი გერმანიაში ევრო 2024-ზე გამორჩეული იყო, მას ბევრი კლუბი იწვევს.
თუმცა, ჯერ აპოელ-ს არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და თუ ეს მოხდება, მაშინ „ლურჯ-ყვითელები“ ცენტრალური მცველის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღებას შეძლებენ. თუმცა, აპოელ-ის პრიორიტეტია, რომ დვალთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც 2025 წლის მაისში მთავრდება.
ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დასხდებიან“, – წერს sport-fm-ი.