კვიპროსული გამოცემის ინფორმაციით, ოქრიაშვილს ჩინეთში იწვევენ #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემის ინფორმაციით, ოქრიაშვილს ჩინეთში იწვევენ #1TVSPORT

კვიპროსულმა გამოცემა omada.reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ შემტევ ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს ჩინეთში იწვევენ.

„თორნიკე ოქრიაშვილის „ჩანჯოუ მაიტი ლაინსში“ გადასვლას ვეტოზარ სამბურიჩი ახორციელებს, რომელიც ჩინური გუნდის მწვრთნელია. კვიპროსზე წლების განმავლობაში ნამუშევარ (1886-2011, 2015-2019) სერბ მწვრთნელს სურს, რომ „აპოელის“ 29 წლის „ტუზი“ მის გუნდს შეუერთდეს, მაგრამ საქმე არც ისე მარტივია, რადგან ქართველს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ჯერჯერობით, „აპოელის“ ოფისში ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ, მაგრამ 31 იანვრამდე ყველაფერი შესაძლებელია“, – ამტკიცებს კვიპროსულმა გამოცემა.

Goal.com.cy კი ამ ტრანსფერის რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს: 

„როგორია შანსი, რომ ოქრიაშვილი „აპოელიდან“ წაიყვანონ? ვინაიდან თავად მოთამაშეს არ სურს წასვლა, ასეთი გარიგების შანსი შეზღუდულია. გასულ ზაფხულს ქართველმა ლურჯ-ყვითელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჭორების ავტორებს უნდათ, რომ ოქრიაშვილი სვეტოზარ სამბურიჩის სატრანსფერო სიაში იყოს, მაგრამ ეს გარიგება, დიდი ალბათობით, ვერასდროს შედგება, რადგან ოქრიაშვილი მომხრე არ არის“.

ოქრიაშვილის შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი „აპოელის“ მწვრთნელმა, სოფრონის ავგუსტუსმაც გააკეთა: 

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რა თქმა უნდა, ის კარგი მოთამაშეა. გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს და მათთან ერთად საუკეთესო შედეგი უნდა მივიღოთ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ყველა კარგი ფეხბურთელის მიმართ კარგი გუნდი ინტერესდება“.