კვიპროსული გამოცემა - წაგებაში მხოლოდ ლორიას დადანაშაულება და გაკრიტიკება არასწორია #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - წაგებაში მხოლოდ ლორიას დადანაშაულება და გაკრიტიკება არასწორია #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ რთული დღეები უდგას – გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო, ორი წააგო და ბოლო საშინაო შეხვედრა „აპოლონთან“ შინ 0:1 დათმო. გუნდი ახლა მერვე ადგილზეა, რაც გულშემატკივრებისთვის დიდი დარტყმაა.

ბოლო ტურში წაგებაში გიორგი ლორია დაადანაშაულეს, რომელიც კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთს შესწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია. თუმცა, ქართველ მეკარეს გამოცემა „პორტტაიმი“ გვერდში დაუდგა.

„ლორია „აპოლონთან“ დერბის შემდეგ კრიტიკის „ცეცხლში“ მოხვდა. გუნდის ქომაგები ქართველ მეკარეს გოლის გაშვებაში ადანაშაულებენ. დიახ, „ანორთოსისი“ არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, მაგრამ არასწორია ცალკეული მოთამაშეების კრიტიკა, რომელიც მთელ გუნდს უნდა ეხებოდეს. „ანორთოსისი“ კი იძულებულია, ვალდებულიც, რომ დაბრუნების გზები მოძებნოს“, – წერს გამოცემა „სპორტ ტაიმი“.

გულშემატკივრებმა კი „ანორთოსისის“ დირექტორთა საბჭოს შეუტიეს და გამოაქვეყნეს წერილი, რომლის შინაარსზეც სათაური მიუთითებს – „თქვენი დრო დასრულდა“.

„პატივს სცემთ მხოლოდ „ანორთოსისს“ და სხვას არავის. დანარჩენს გიყვართ მხოლოდ რიცხვები, რომელსაც გეტყვით და ჩამოვწერთ. ექვს თამაშში 30000 ბილეთი გაიყიდა, სამ საშინაო მატჩში თითქმის სრულად გაიყიდა, სამი გასვლითი შეხვედრის ბილეთებიც გაიყიდა. სამ საშინაო მატჩში ერთი ავტოგოლი გავიტანეთ! მეტოქეებთან 3 მატჩი წავაგეთ, არც ერთი არ მოვიგეთ – მათ შორის ისიც, რომელშიც მეტოქე PAP-ში 10 ფეხბურთელით დარჩა. რაც უფრო მეტს ლაპარაკობთ, მით უფრო მეტად ავლენ საკუთარ თავს. ერთადერთი, რაც არ გვაკმაყოფილებს, არის თქვენი ხელმძღვანელობის წლები. ერთადერთი, რაც გუნდის გარშემო ნეგატიურ სურათს ქმნის, თქვენი წარუმატებელი ქმედებებია. ჩვენ არ ვაპირებდით ამის დაწერას, მაგრამ უპატივცემულობის გამოხატვაში ძალიან შორს წახვედით. ჩვენი შვილები გახდნენ ამ ტრაგიკომიკური ვითარების მსხვერპლნი. ჩვენ გპირდებით, რომ დავიცვათ ჩვენს გუნდს, რადგან „ანორთოსისი“ ეკუთვნოდა და ეკუთვნის მხოლოდ მის გულშემატკივრებს“ – წერია ფამაგუსტელი გულშემატკივრების განცხადებაში.