კვიპროსული გამოცემა - სტადიონის კედლებსაც კი სურთ, რომ ქვილითაია „ანორთოსისში“ დარჩეს
კვიპროსული გამოცემა - სტადიონის კედლებსაც კი სურთ, რომ ქვილითაია „ანორთოსისში“ დარჩეს

კვიპრსულმა გამოცემა „ფილნიუსმა“ „გენტის“ მიერ კვიპროსზე, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ იჯარით გაშვებული გიორგი ქვილითაიას მდგომარეობა განიხილა.

„ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ იმედის სხივია. საქართველოს ნაკრების მოთამაშე ფამაგუსტას გუნდში იჯარით ზაფხულიდან გამოსყიდვის უფლების გარეშე თამაშობს. კვიპროსული მედია 27 წლის ფეხბურთელს თემურ ქეცბაიას გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებს. ფამაგუსტელთა სტადიონის კედლებსაც კი სურთ, რომ ქვილითაია გუნდში დარჩეს, მაგრამ რომც მოინდომოს, საბოლოო გადაწყვეტილებას „გენტი“ მიღებს. ბელგიაში იმედოვნებენ, რომ ქვილითაიას საოცარმა თამაშებმა შესაძლოა, „გენტს“ ფული მოუტანოს“, – წერს გამოცემა.

ფილნიუსი“ ბელგიელების ფინანსური მოთხოვნებისა და შესაძლო მოგების შესახებ წერს: „რა თქმა უნდა, თუ ბელგიელები იმ ფული ითხოვენ, რა თანხაშიც ქართველი თავდამსხმელი იყიდეს, „ანორთოსისი“ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერასოდეს შეძლებს. ქვილითაია „გენტმა“სამ მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ არ ათამაშებდა, ნაწილობრივ ტრავმების გამო. მიმდინარე სეზონში კი ქართველი „ანორთოსისისთვის“ შესანიშნავ საქმეს აკეთებს, გაიტანა 12 გოლი (ყველა შეჯიბრში) და 2 საგოლე პასი შეასრულა. 2021 წელს გოლის გატანა ოთხივე მატჩში უკვე მოახერხა. საეჭვოა, რომ თავდამსხმელს „გენტში“ კიდევ ერთი შანსი ექნება, მაგრამ თუ ქვილათაია ახლანდელ ფორმას შეინარჩუნებს, ბელგიური კლუბი ფულის შოვნას შეძლებს“.