კვიპროსული გამოცემა - ქვილითაია ცდილობს, „ანორთოსისთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად იყოს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - ქვილითაია ცდილობს, „ანორთოსისთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად იყოს #1TVSPORT

„გიორგი ქვილითაია ცდილობს, რომ „ანორთოსისთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზად იყოს“, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა philenews ავრცელებს.

ეს შეხვედრა 15 მაის გაიმართება. კვიპროსის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს მატჩში, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდის საკითხი გაირკვეს – თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ესტუმრება მეორე ადგილზე მყოფ „აპოელს“, სადაც გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.

კვიპროსული გამოცემის შეფასებით, თვენახევრის წინ დაშავებული გიორგი ქვილითაიას დაბრუნება „აპოელისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი თავდამსხმელი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა:

„თითქმის თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი ქვილითაიამ ბოლო მატჩი ჩაატარა. „აპოელის“ ქართველი თავდამსხმელი იძულებული გახდა, საჩემპიონო ჯგუფის მე-4 მატჩის გასვლით თამაშში „ანორთოსისთან“ მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა. მას შემდეგ კუნთების პრობლემა სრულად ვერ დაძლია, სოფრონის ავგუსტისს („აპოელის“ მწვრთნელი) ამ შემთხვევამ ყველაზე საიმედო თავდამსხმელი წაართვა.

წინა კვირებისგან განსხვავებით, 28 წლის ფეხბურთელი ამჯერად უკეთესად არის და ვარჯიშის უფლება მისცეს. მას აქვს კარგი შანსი, რომ იყოს სოფრონის ავგუსტისის განკარგულებაში კვირას „ანორთოსისთან“ მატჩში, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი ირკვევა, მაგრამ დანამდვილებით ჯერ არაფერია ცნობილი. ამასთან, სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად აფასებს მის მდგომარეობას და აცნობებს გუნდის მწვრთნელს.

სამწვრთნელო სტაფისთვის „ანორთოსისთან“ ქართველი თავდამსხმელის თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სეზონის ბოლო საშინაო თამაშის უზარმაზარი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვილითაიასაც ახლა სხვა არაფერი აინტერესებს. ანტონ მაგლიცას თამაშიც საეჭვოა. ხორვატის მდგომარეობაში საჭიროა ფრთხილი მოპყრობა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ცენტრფორვარდის როლი შეასრულოს, ლეო ნატელია, მაგრამ ისიც ტრავმირებულია.

ადვილი გასაგებია, ქვილითაიას მზადება მოახლოებული მატჩში „აპოელის“ მწვრთნელს დიდ თავის ტკივილს ავტომატურად მოუხსნის, მაგრამ ცხადია, რომ ავგუსტისი იძულებულია ყოველი შემთხვევისთვის ზომები მიიღოს. მაგალითად, ბოლო ტურში შეტევაში თორნიკე ოქრიაშვილი გადაწია“, – წერს გამოცემა.