კვიპროსული გამოცემა ქეცბაიასა და ებრალიძეზე - „ანორთოსისის“ ისტორიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა ქეცბაიასა და ებრალიძეზე - „ანორთოსისის“ ისტორიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია #1TVSPORT

ავთო ებრალიძე მეშვიდე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას გარეშე მივიდნენ – სტატისტიკურ მასალას კვიპროსული გამოცემა „სპორტაიმი“ აქვეყნებს.

ქართველები თემურის გარეშე

„ანორთოსისის“ თანამედროვე ისტორიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია – უმთავრესად თემურ ქეცბაიას გამო, რომელიც მოთამაშის, მოთამაშე-მწვრთნელისა და მწვრთნელის რანგში იყო თანამემამულეთა გუნდში მისვლის გასაღები. მაგრამ საკმაოდ ბევრი ქართველია, რომლებიც გუნდმა შეიძინა იმ დროს, როცა ქეცბაია „ანორთოსისში“ არ იყო. მოვძებნეთ და ებრალიძის გარდა კიდევ ექვსი ასეთი მოთამაშე აღმოვაჩინეთ“, – წერს გამოცემა.

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას არყოფნის დროს მივიდნენ:

დავით კვირკველია (2012–13)

შოთა გრიგალაშვილი (2013-14)

გიორგი აბურჯანია (2014-15)

ირაკლი მაისურაძე (2014-16)

ნიკა კაჭარავა (2018-21)

ბექა მიქელთაძე (2018-19)

შენიშვნა: ნიკა კაჭარავა თემურ ქეცბაიას დროს (2019–2022) თამაშობდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი ქართველი სპეციალსიტის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე გააფორმა.