კვიპროსული გამოცემა - ქეცბაიამ პაპუნაშვილს „ანორთოსისში“ თამაში შესთავაზა
კვიპროსული გამოცემა - ქეცბაიამ პაპუნაშვილს „ანორთოსისში“ თამაში შესთავაზა

გიორგი პაპუნაშვილს ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაელაპარაკა და კვიპროსულ გუნდში თამაში შესთავაზა – საქართველოს ნაკრებისა და სარაგოსას „რეალის“ შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „„24sports” ავრცელებს.

„ათენის „პანათინაიკოსის“ ნაცვლად, შესაძლოა პაპუნაშვილი „ანორთოსისში“ მოხვდეს. 25 წლის შემტევი გასულ წელს „სარაგოსადან“ იჯარით „სანტანდერში“ გადავიდა. საქართველოს ნაკრების 24 წლის მოთამაშეს თემურ ქეცბაია ესაუბრა და დაინტერესდა, გადავიდოდა თუ არა „ანორთოსისში“. ჩვენ არ ვიცით, ეს საუბარი როგორ დასრულდა, მაგრამ ქართველი იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც „ანორთოსისს“ ფეხბურთელი სჭირდება“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნული მედიის ცნობით, გიორგი პაპუნაშვილი ათენის „პანათინაიკოსის“ სპორტული დირექტორის, ხავი როკას სატრანსფერო სიაში იყო. საბოლოოდ, პაპუნაშვილი არც ათენში მოხვდა და „სანტანდერში“ გადავიდა. მისი იჯარა ივნისის ბოლოს დასრულდება. გიორგის „სარაგოსასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

დატოვე კომენტარი