კვიპროსული გამოცემა - ქეცბაია „ანორთოსისში“ ქვილითაისაც იწვევს
კვიპროსული გამოცემა - ქეცბაია „ანორთოსისში“ ქვილითაისაც იწვევს
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ დატოვებას სამი ქართველი ფეხბურთელი აპირებს, მაგრამ არაა გამორიცხული, მათ ნაცვლად გუნდში ასევე სამი ქართველი მივიდეს, ერთი მათგანი კი გიორგი ქვილითაიაა, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პილნიუსი“ ავრცელებს.
 
„ქეცბაია შეტევის გაძლიერებაზე ზრუნავს და თავდამსხმელს ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატურა გიორგი ქვილითაიაა. ბელგიური „გენტის“ 26 წლის ქართველი თავდამსხმელი ქეცბაიას იმიტომ შესთავაზეს, რომ ქვილითაია ეძებს გუნდს, სადაც ძირითადი შემადგენლობის მთავარი მეგოლე გახდება“, – წერს გამოცემა.
ცნობილია, რომ „გენტის“ დანიელი მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დიდად არ ენდობა. მიმდინარე წელს გიორგიმ „გენტში“ 23 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩი დაიწყო და ერთი გოლი გაიტანა.