კვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილზე - ის დიდი ფეხბურთელია, რომელიც უკეთეს ლიგაში გადავა
კვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილზე - ის დიდი ფეხბურთელია, რომელიც უკეთეს ლიგაში გადავა

კვიპროსული გამოცემა protathlima დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში თორნიკე ოქრიაშვილი უკეთეს კლუბში გადავა. გამოცემის ჟურნალისტის აზრით, საქართველოს ნაკრებისა და ფამნაგუსტას „ანორთოსისის” ქართველი შემტევის ტრანსფერი ლოგიკურიც იქნება.

„არავინ გაგვიკვირდა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, ოქრიაშვილმა განაცხადა – მას სეზონის ბოლოს მოწინავე ევროპულ ლიგაში გადასვლა სურს” – წერს protathlima.

გამოცემის ჟურნალისტმა ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ დაახასიათა: „ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ფეხბურთელზე, რომელიც საუკეთესო ფორმაში შეუჩერებელია. მისი ხარისხი და ტექნიკა – ეს არაა კვიპროსის სტადიონებისთვის. ამას კვიპროსზე ხედავენ და კარგად ესმით. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ფეხბურთელს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი აკავშირებს. ამიტომ, ის გუნდს თუ დატოვებს, „ანორთოსისმა“ ფინანსური სარგებელი უნდა მიიღოს. და რატომ არ უნდა გააკეთოს ეს გუნდმა? აღორძინების მოტივით, ეს კარგი ფინანსები იქნება“.