კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება

„თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება“, – ამ სათაურით კვიპროსულმა გამოცემა philenews-მა წერილი გამოაქვეყნა. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილს კლუბში დარჩენა აღარ სურს.

„აშკარაა, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება. „ანორთოსისის“ მიერ კონტრაქტის გაგრძელების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა და მათი თანამშრომლობის გახანგრძლივების სცენარი გამორიცხულია. ამავე დროს, დღის წესრიგშია იმის გარკვევა, არსებობს თუ არა ოქრიაშვილის გაყიდვის შანსი. უკვე დაიწყეს ლაპარაკი მის ტრანსფერზე თურქეთში, ბელგიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. კვიპროსში „ომონიას“ შემტევ ერიკ ბოტეაკთან მისი გაცვლის სცენარიც განიხილებოდა. ამ ეტაპზე არსებული ვითარებით, ალბათ, ოქრიაშვილი ფამაგუსტადან მიდის“, – წერს გამოცემა.

philenews-ის ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიასთან ინციდენტის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს: „ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ოქრიშვილსა და თემურ ქეცბაიას შორის ურთიერთობა, რომელიც „გამოიხატა“ თუნდაც მოედანზე ჩხუბის დროს, ბოლომდე არ მოგვარებულა. ფეხბურთელი 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ თამაშობს. ცოტა ხნის წინ, მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა და დააჯარიმეს“.