კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილმა კარგ ლიგაში თამაშს კარგი კონტრაქტი ამჯობინა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილმა კარგ ლიგაში თამაშს კარგი კონტრაქტი ამჯობინა #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივის“ შეფასებით, თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიასაპოელში“ გადასვლა იჩქარა, რადგან კლუბს ფინანსური დავალიანების გამო ევროთასებზე გასვლა არ შეუძლია და კარგ ლიგაში თამაშს კარგი კონტრაქტი ამჯობინა.

„ოქრიაშვილი – უკეთესი ჩემპიონატი თუ უკეთესი კონტრაქტი?

„ანორთოსისში“ თამაშის დროს, ორი წლის განმავლობაში თონრიკე ოქრიაშვილი არასდროს მალავდა ამბიციებს – საუკეთესო ლიგაში თამაშის სურვილს. შედეგად, 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კარიერის გაგრძელება ჩვენს კუნძულზე გადაწყვიტა – მან სამწლიანი კონტრაქტიც კი გააფორმა, არა „ანორთოსისთან“, რომელიც დაინტერესებული იყო მისი დარჩენით, არც „ომონიასთან“, რომელიც მისი შეძენით იყო დაინტერესებული, არამედ – „აპოელთან“, რომელიც უახლოეს მომავალში ევროპულ შეჯიბრებებში ვერ ითამაშებს და უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, ვიდრე ხსენებული კონკურენტები.

ამ შემთხვევაში, „ანორთოსისისა“ და „ომონიას“ ინტერესები და „აპოელში“ არსებული ვითარებაც მეორეხარისხოვანია. ოქრიაშვილი მხოლოდ უფრო განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანაში გადასვლაზე ლაპარაკობდა. და მაინც, 2021 წლის ზაფხულში, სანამ სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება და მიუხედავად იმისა, რომ ის თავისუფალი იქნებოდა ბაზარზე (ისე, რომ შეეძლო კომფორტულად მოელაპარაკა სასურველ გუნდთან, საკუთარი პირობებით), მან კვიპროსში ყოფნა გადაწყვიტა.

ამ დროს, მისი გადაწყვეტილება კვიპროსში დარჩენის შესახებ ყველას აფიქრებს, რომ საბოლოოდ, დილემის წინაშე მდგარი „უკეთესი ლიგა თუ უკეთესი კონტრაქტი?“ აშკარად მეორე ვარიანტისკენ გადაიხარა“.