კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილმა „ანორთოსისს“ აცნობა, რომ წასვლა სურს
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილმა „ანორთოსისს“ აცნობა, რომ წასვლა სურს

თორნიკე ოქრიაშვილს ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დარჩენა აღარ სურს და კლუბის დატოვებას აპირებს – ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა cyprustimes ავრცელებს.

„ახალ სეზონში თორნიკე ოქრიაშვილის „ანორთოსისში“ დარჩენის შესაძლებლობა მცირეა. ამ დრომდე არსებული მოლაპარაკება ადასტურებს, რომ მხარეთა პოზიციები ერთმანეთს დაშორდა. როგორც ჩანს, ქართველ ფეხბურთელს კარიერის კვიპროსის გარეთ გაგრძელება სურს და ამის შესახებ გუნდის მენეჯმენტს აცნობა“, – წერს გამოცემა.

cyprustimes კონტრაქტის დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„თუ „ანორთოსისი“ ქართველთან კონტრაქტს ვერ განაახლებს, სეზონის ბოლოს მასთან შელევა ყოველგვარი საფასურის გარეშე მოუწევს. საეჭვოა ისიც, რამდენად შეუძლია ოქრიაშილს წელს გუნდს დაეხმაროს. თუ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ანუ იანვრის ბოლომდე კლუბს ოქრიაშვილის თაობაზე შეთავაზება გამოუჩნდება, რომელიც „ანორთოსისსა“ და მოთამაშეს დააკმაყოფილებს, შესაძლებელია მოვლენები დაჩქარდეს. მაგრამ აშკარაა, რომ ჯერ ამის შესაძლებლობა მცირეა“.