კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილის „ომონიას“ შემტევში გაცვლის სცენარი ჩაიშალა
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილის „ომონიას“ შემტევში გაცვლის სცენარი ჩაიშალა

კვიპროსული გამოცემა AlphaNews ამტკიცებს, რომ „ომონიას“ თორნიკე ოქრიაშვილის დამატება სურდა და მის ნაცვლად ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ფრანგ შემტევ ნახევარმცველს სთავაზობდა, მაგრამ საბოლოოდ გუნდები ვერ შეთანხმდნენ.

„სატრანსფერო „ფანჯარა“ იწურება და გუნდები ცდილობენ, შემადგენლობები გააძლიერონ. ჩვენი ინფორმაციით, „ომონიასა“ და „ანორთოსისს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ გამოიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, „ომონიას“ „ანორთოსისიდან“ თორნიკე ოქრიაშვილის შეძენა სურდა. ფამაგუსტელთა მენეჯერებმა მის ნაცვლად ერიკ ბოტეაკის დამატება მოითხოვეს. მაგრამ ეს მოლაპარაკება აღარ გაგრძელებულა“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ხოლო ბოტეაკსომონიასთან“ – 2022 წლის ზაფხულში. თუმცა, მეორე გამოცემა „სპორტ ფმ“ ამტკიცებს, რომ ქართველი „ანორთოსისში“ დასაბრუნებლად ემზადება.