კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ შეტევას გააძლიერებს
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი „ანორთოსისის“ შეტევას გააძლიერებს

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმალარნაკას აეკ-თან გასვლაზე 0:0 ითამაშა, საქართველოს ნაკრების შემტევი კი ფამაგუსტელთა ფორმით მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

თორნიკე ოქრიაშვილი ბოლოს 8 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში გამოჩნდა. 28 წლის ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამაყუჩებლით ითამაშა. ამის გამო მოურჩენელი ტრავმა გაუმიზეზდა და სამი თვე მკურნალობდა.

ალფანიუსში“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის შინაარსიც სათაურიდან ჩანს – „ოქრიაშვილის დაბრუნება „ანორთოსისის“ პოზიტივია“. კვიპროსული გამოცემა დარწმუნებულია, რომ თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებამდე „ანორთოსისის“ შეტევის ხაზს გააძლიერებს.

„კიდევ ერთი დერბი გაიმართა, რომელშიც „ანორთოსისმა“ ვერ გაიმარჯვა. ფამაგუსტას გუნდმა ჩემპიონატის 23-ე ტურში სტუმრად აეკ-თან მატჩი 0:0 დაასრულა. ეს შედეგი გუნდში არავის აკმაყოფილებს. მიმდინარე სეზონში „ანორთოსსმა“ ლიდერებთან ხუთი გასვლითი თამაში ჩაატარა და სამჯერ წააგო, ორი კი ფრედ დაასრულა, ანუ ერთიც ვერ მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ამ კუთხით პოზიტივი თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება იყო. ქართველი მოედანზე თითქმის სამ თვის შემდეგ გავიდა. ბოლოს ნოემბრის დასაწყისში სწორედ აეკ–ის წინააღმდეგ გამოჩნდა. მცირე დროის მიუხედავად, ოქრიაშვილი საკმაოდ მოტივირებული ჩანდა და ეჭვი არ არის, რომ „ანორთოსისის“ შეტევას მეტ შემოქმედებას შემატებს“, – წერს გამოცემა „ალფანიუსი“.